5.30.2018

ხართ თუ არა მზად სკოლისთვის

თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის აქტიურად ამზადებთ: უყიდეთ ახალი ჩანთა, საკანცელარიო ნივთები და სხვა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი სკოლისთვის მზადაა? შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ან განვითარების მხრივ სკოლისთვის ჯერ კიდევ პატარა იყოს, რაც დიდ დისკომფორტს შეუქმნის მასაც და თქვენც. 

გადახედეთ  კითხვარს და შეავსეთ პატარა ტესტი, რომლებიც ბავშვის მდგომარეობის შესახებ უფრო ნათელ სურათს შეგიქმნით. 

ტესტი(ყველა დასდებითი პასუხისთვის თითო ქულა დაიწერეთ)


1. იცის რა არის სკოლა და უნდა თუ არა იქ სიარული? 

2. ხიბლავს ის აზრი, რომ სკოლაში ბევრ საინტერესოს გაიგებს და ისწავლის? 

3. შეუძლია მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში მაინც დამოუკიდებვლად გაატაროს დრო (ააწყოს კონსტრუქტორი, გააფერადოს, ხატოს)?

4. უცხოების თანდასწრებით თავს კომფორტულად გრძნობს?

5. შეუძლია ნახატის აღწერა ან პატარა ისტორიის გამოგონება? 

6. იცის საბავშვო ლექსები?

7. შეუძლია არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში გადაიყვანოს? 

8. იცის ასოების ცნობა ან დამარცვლით კითხვა?

9. იცის ათამდე თვლა, უკეთეს შემთხვევაში, ათიდან ნულამდე?

10. შეუძლია მარტივი არითმეტიკული მაგალითების გაკეთება? 

11. იცის კალმის ან ფანქრის სწორად დაჭერა?

12. უყვარს ხატვა ან გაფერადება? 

13. შეუძლია მარტივი აპლიკაციების გაკეთება. მაკრატლისა და წებოს ხმარება?

14. შეუძლია მარტივი პაზლების აწყობა? 

15. შეუძლია ცხოველებისა და ფრინველების გარჩევა და მათი დახასიათება?

16. აქვს კრებითი მოვლენის აღქმა? მაგალითად, იცის, რომ სტაფილო, ხახვი და კარტოფილი ბოსტნეულია?

17. შეუძლია მულტფილმების ყურება, შემდეგ კი ნანახის გადმოცემა? 

18. ახერხებს თუ არა სწორად შეასრულოს უფროსების მიერ მიცემული მარტივი დავალება? 


15-18 ქულა: ბავშვი სკოლისთვის მზადაა, რაც თქვენი დამსახურებაცაა. ეს ნიშნავს, რომ სწორად ზრდიდით. ცხადია, სკოლაში შესვლის შემდეგ მაინც ექნება სირთულეები, მაგრამ მათ ადვილად გადალახავს. 10-14 ქულა: სწორ გზაზე დგახართ, ბავშვმა ბევრი იცის, სკოლა კი მის განვითარებაში დამატებით წვლილს შეიტანს. გადახედეთ იმ საკითხებს, რომლებსაც უარყოფითად უპასუხეთ და მათ გამოსწორებაზე იზრუნეთ.9 და ნაკლები ქულა: ბავშვთან მეტი დროის გატარება და მეტის სწავლება გმართებთ, რადგან ასაკის მიუხედავად ის მაინც არ არის მზად სკოლისთვის. კარგად გააცნობიერეთ, რაშია პრობლემა, სად უშვებთ შეცდომას და მუშაობას შეუდექით. 

პირველკლასელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ელემენტარული, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის პროგრამის დაწევა ძალიან გაუჭირდება, რაც ნელ-ნელა სწავლის მოტივაციასაც დაუგდებს. აქვე გთავაზობთ კითხვებს, რომლებზე პასუხებიც 6 წლის ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს: 

1. სახელი, გვარი, ასაკი. 

. მშობლების, და-ძმისა და ბებია-ბაბუების სახელები. 

3. სახლის მისამართი. 

4. სად მუშაობენ მშობლები, რა პროფესიის არიან.

5. რამხელა და-ძმა ჰყავს. რით არიან ისინი დაკავებული.

 6. უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების (ბიძა, დეიდა) სახელები, როგორია მათი კავშირი ოჯახთან.

7. რას თამაშობს ზამთარში და ზაფხულში. რით განსხვავდება ეს თამაშები. 

8. გოგონებისა და ბიჭების სახელები. განსხვავება მათ შორის. 

9. თვეებისა და კვირის დღეების სახელები. წელიწადის დროები. 

10. ახლა წელიწადის რა დროა, რომელი თვეა. 

11. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ზამთარი და ზაფხული.

12. წელიწადის რომელ დროს გამოდის იფოთლება ხეები. როდის ყვითლდება და ცვივა.

13. განსხვავება შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის.

 14. რა ჰქვია ცხოველების შვილებს (ლეკვი, კნუტი, კვიცი).

15. პროფესიები. რას აკეთებენ ამა თუ იმ პროფესიების წარმომადგენლები. 

16. ტრანსპორტის სახეობები.

17. შუქნიშნის დანიშნულება და ქუჩაში მოძრაობის ელემენტარული წესები.

18. რა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის.

19. რა ჰქვია მის სამშობლოს, ქვეყნის მოკლე დახასიათება.

20. ტელევიზორში, კინოში ან ქუჩაში ნანახის აღწერა. აზრის გადმოცემა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий